LIVE
ვიდეო
16 მარ, 2022 14:05
ველით, რომ საქართველო სანქციების მიმართულებით ახალ ნაბიჯებს გადადგამს - ანდრი კასიანოვი
636

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და რუსული პროდუქციის იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კასიანოვის თქმით, “რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ბიზნესის კეთება ჩვეულებრივად არ შეიძლება”. 

“რუსული პროდუქტის იმპორტის ჩანაცვლება უკიდურესად მნიშვნელოვანია მაგალითად საქართველოსთვის. ეს არის ფასი, რომელსაც ყველა იხდის სისხლისღვრის მოწყობისთვის”,- განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად წვერი ქვეყნების განსხვავებული ეკონომიკური ინტერესებისა, ევროკავშირმა აჩვენა ერთიანობა და ყველა ქვეყანამ გამოხატა სურვილი, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოსა და მოლდოვას მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბლოკში იმედოვნებენ, რომ კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნები შეუერთდებიან ევროპულ სანქციებს, ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკასა და რეჟიმებს. 

მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საფინანსო სექტორში, რაც ნათელი გამოხატულება კოორდინაციის ევროკავშირისა და მსოფლიოს მიმართ. უკრაინა ელოდება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართულებით ახალ ნაბიჯებს გადადგამს”, - აღნიშნა კასიანოვმა.

შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შექმნილ ახალ რეალობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ბიზნესსექტორი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითსაქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, რადგან ეს საქართველოს დააზიანებს. 

მეტის ჩვენება