LIVE
ვიდეო
25 ნოე, 2021 13:37
EU მოგზაურობისთვის Covid ვაქცინის მოქმედების 9 თვიან ვადას დააწესებს
1004

ევროკავშირი რეკომენდაციას გაუწევს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოქმედების 9 თვიან ვადას ბლოკში მოგზაურობისთვის და უპირატესობას ვაქცინირებულ მოგზაურებს მიანიჭებს.

ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, მიიღონ ყველა მოგზაური, რომელიც ბლოკის მიერ დამტკიცებული ვაქცინითაა აცრილი და 10 იანვრიდან ხელახლა გახსნან საზღვარი ყველასთვის, ვინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინები მიიღო.

წინადადებები, რომლებიც მოიცავს მოგზაურობას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოცხადდება.

1 მარტიდან ევროკავშირის Covid-ის ციფრული სერტიფიკატის ან მსგავსი საშვის მქონე ვაქცინირებულ და გამოჯანმრთელებულ მოგზაურებს ბლოკში შესვლა შეეძლებათ.

განახლებული წესები საშუალებას მისცემს 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს, გაემგზავრონ ევროკავშირში, თუ აქვთ უარყოფითი PCR ტესტის პასუხი მაშინაც კი, თუ არ არიან ვაქცინირებული. ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძლება მოითხოვონ დამატებითი ტესტირება საზღვრის კვეთის, კარანტინის ან თვითიზოლაციის შემდეგ. წინადადებები ახლა ევროსაბჭომ უნდა განიხილოს.

PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დადასტურება სისტემატურად იქნება საჭირო ყველა მოგზაურისთვის, ვინც აცრილია WHO-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინით, მაგრამ  რომელიც არ არის დამტკიცებული ევროპული მედიკამენტების მარეგულირებლის მიერ, და გამოჯანმრთელებული მოგზაურებისთვის.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა ქართული კოვიდბარათი ცნო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი და ჯონ ფოლენი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ