LIVE
ვიდეო
15 ნოე, 2021 17:30
მთავრობა საგარეო ვალის შემცირებას გეგმავს - რა წერია სტრატეგიაში
921

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის უსაფრთხო დონედ 40% განსაზღვრა. როგორც ფინანსთა სამინისტროს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტშია აღნიშნული, 2025 წლისათვის ვალის მშპ-სთან ფარდობა 48.5%-ს მიაღწევს.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელსვე ხდება ვალის მშპ-სთან ფარდობის 60%-დან 53%-მდე შემცირება. ასევე, 2023 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოსცდება მშპ-ს 3%-ს. შესაბამისად, ვალის მშპ-სთან ფარდობა შეინარჩუნებს შემცირების ტენდენციას და 2025 წლის ბოლოსთვის ის მიაღწევს 48.5%-ს“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ვალის მართვის სტრატეგიაში.

მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის შემცირების გარდა ფინანსთა სამინისტრომ კიდევ ოთხი პრიორიტეტი გამოკვეთა, კერძოდ:

  • მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა;
  • საგარეო სესხების განვითარებაზე ორიენტირებულობის ზრდა;
  • მთავრობის ვალის პორტფელის ხარჯისა და რისკის ოპტიმიზაცია;
  • მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

გარდა ამისა, 2025 წლისათვის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მშპ-სთან ფარდობის 35%-მდე, ხოლო მთლიანი ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის 72%-მდე შემცირება იგეგმება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ