LIVE
ვიდეო
04 ნოე, 2021 18:40
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, კრიპტო ბაზარი დაარეგულიროს
2583

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნული ბანკი კრიპტო ბაზრის რეგულირების თაობაზე პარლამენტისთვის და მთავრობისთვის მიმართვას გეგმავს.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, კრიპტო ბაზრის რეგულირება ფულის გათეთრების ნაწილში განიხილება. 

„დღეს ფულის გათეთრების ჩარჩო არეგულირებს ყველა რეგულირებად სუბიექტს ეროვნულ ბანკში, თუმცა ეს არ ეხება კრიპტოვალუტის გამომშვებს ან მოვაჭრეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ შემოდის კრიპტო ვალუტები. სამომავლოდ გვინდა, რომ ფულის გათეთრების ჩარჩო, რომელიც ეხება სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს, ასევე შეეხოს კრიპტოვალუტებსაც. ამ მიზნით გარკვეულ შეთავაზებებს გავუკეთებთ მთავრობას და პარლამენტს“,-აღნიშნა ლეჟავამ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ