LIVE
ვიდეო
04 ოქტ, 2021 18:00
რამდენით გაძვირდა სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები საქართველოში?
1495

„საქსტატის“ მონაცემებით, წლიურ ჭრილში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9.2%-ით გაიზარდა. 

2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოების მომსახურებები 5.3%-ით, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 3.4%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების სხვა სერვისებს, ყველაზე მეტად 6%-ით სამშობიარო მომსახურება გაძვირდა. 7%-ით არის გაძვირებული სისხლის ანალიზის აღება. 4%-ით მოიმატა ფასმა თერაპევტის კონსულტაციაზე. 5%-ით გაიზარდა ფასები ქირურგიულ მომსახურებაზე. 3.6%-ით გაიზარდა ფასები ექოსკანირებაზე.

რაც შეეხება მედიკამენტებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 17%-ით გაძვირდა. 22%-ით არის გაძვირებული ტკივილგამაყუჩებლები. 17%-ით მოიმატა საჭმლისმომნელებელი პრეპარატების ფასმაც. 10%-ით გაძვირდა ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. ვიტამინებისა და ანტიბიოტიკების ფასი შესაბამისად 6% და 3%-ით არის გაზრდილი. 27%-ით არის გაძვირებული შპრიცი, ხოლო ბამბის ფასმა 9.5%-ით მოიმატა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ