LIVE
ვიდეო
17 სექ, 2021 12:00
სალვადორში დემონსტრანტებმა ბიტკოინის ბანკომატი დაწვეს
1127

სალვადორში ანტისამთავრობო მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტებმა ბიტკოინის კანონიერ საგადასახადო საშუალებად მიღებისა და ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს ბოლო ნაბიჯები გააპროტესტეს.

ქვეყნის ორასი წლის იუბილეზე, დედაქალაქ სან სალვადორში, ათასობით ადამიანი ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა წარწერებით "არა დიქტატურას" და "ჩვენ მოგვატყუეს ბიტკოინით".

დემონსტრაციები მეტწილად მშვიდობიანი იყო, თუმცა ერთ-ერთმა ჯგუფმა ჩაამტვრია ფანჯრები და ცეცხლი წაუკიდა ბიტკოინის ბანკომატის კიოსკს, რომელიც გასულ თვეში უმსხვილესი კრიპტოვალუტის კანონიერ გადახდის საშუალებად გამოცხადებამდე დაინსტალირდა.

სალვადორმა ბიტკოინი გადახდის საშუალებად გასულ კვირას მიიღო. მთავრობამ ასევე 200-ზე მეტი ცვლილება წამოაყენა კონსტიტუციაში, მათ შორის პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების აკრძალვის გაუქმება.

ბიტკოინი იყო ძალიან დიდი ეკონომიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაკეთდა სრულიად ალოგიკურად, გაიგზავნა კონგრესში და გავიდა იმავე დღეს. ჩვენ გავდივართ ფისკალურ კრიზისს ცხოვრების გაძვირებისა და უმუშევრობის ფონზე და მთავრობის პასუხი, სერიოზული ეკონომიკური პოლიტიკის ნაცვლად, არის ბიტკოინის კანონიერ გადახდის საშუალებად მიღება”,- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კლაუდია ორტიზმა ინტერვიუში და დასძინა, რომ გაურკვეველია ვინ დგას ვანდალიზმის უკან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ დი მაკდონალდი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ