LIVE
ვიდეო
22 ივნ, 2021 19:20
სალიზინგო კომპანიები შესაძლოა, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცნენ
1071

სალიზინგო კომპანიები შესაძლოა, ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცნენ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სალიზინგო სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებით შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

კერძოდ, დარგისთვის მარეგულირებელი ჩარჩო მზადდება და ამ ბაზრის ზედამხედველად ეროვნული ბანკი განიხილება.

დარგის წარმომადგენლების ნაწილისთვის კი ეროვნული ბანკის ზედამხედველობა მიუღებელია და რისკებთანაა დაკავშირებული.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგში” განუცხადეს, ეროვნულ ბანკს დღესაც საკმაოდ ფართო მანდატი აქვს და მისი კიდევ უფრო გაფართოებით საფინანსო სექტორის რეგულირება არაეფექტური გახდება. ამასთან, კომპანიაში რისკად დარგისთვის ახალი რეგულაციების, კაპიტალისა და სარეზერვო მოთხოვნების დაწესებას ასახელებენ.

„საბანკო სექტორთან შედარებით ლიზინგი მსოფლიოში საკმაოდ დაბალრისკიან დარგად მიიჩნევა. შესაბამისად, მისი როგორც საფინანსო ორგანიზაციის რეგულირება, არ იქნება სწორი. ამასთან, ეროვნული ბანკი საკმაოდ მკაცრი რეგულაციებით გამოირჩევა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ლიზინგის დარგი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა, რაიმე ახალი მოთხოვნების დაწესება ბევრი კომპანიის დახურვას გამოიწვევს“,- განაცხადა “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა, აიეტ კუკავამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი სალიზინგო სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მთავრობასთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ