LIVE
ვიდეო
12 აპრ, 2021 20:00
ბიტკოინი $61 229 ღირს
727

ბიტკოინის ფასი 2.6%-ით გაიზარდა და 61 229 აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Wall Street-ის კრიპტოვალუტების მიმართ მზარდი მიმღებლობის ფონზე, ციფრული მონეტების ბირჟის, Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე განთავსება კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს ზრდის. Coinbase-ი Nasdaq-ზე 14 აპრილს განთავსდება, რაც კრიპტოვალუტის კომპანიის ასეთ ჩამონათვალში განთავსების პირველი შემთხვევაა და სექტორის მიმართ ინვესტორების ინტერესის კარგი ინდიკატორი იქნება.

”Coinbase-ის Nasdaq-ის ჩამონათვალში განთავსება ამ ეტაპზე  ძლიერი სიგნალია”,- ამბობს ანტონი ტრენჩევი, კრიპტო კრედიტორის Nexo-ს თანადამფუძნებელი.

ციფრული ვალუტით ისეთი კომპანიები ინტერესდებიან, როგორიცაა Tesla, Goldman Sachs-ი, Paypal-ი და Visa, რომლებმაც კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად დანერგვა დაიწყეს.

JPMorgan Chase-ის სტრატეგებმა კი ბოლო მოხსენებაში დააფიქსირეს, რომ ბიტკოინის არასტაბილურობის შემცირებამ შეიძლება, ინსტიტუციური ინტერესის კიდევ უფრო ზრდა გამოიწვიოს. 60-დღიანი მონაკვეთის მიხედვით, მონეტის მერყეობა ახლა უფრო მცირეა, ვიდრე 2017 წელს, როდესაც პიკს მიაღწია, თუმცა სხვა აქტივებთან შედარებით, როგორიცაა ოქრო, გაცილებით მაღალია.

სხვა კრიპტოვალუტები, მაგალითად, მეორე ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა ეთერიუმი, ასევე იზრდება. CoinGecko-ზე განთავსებული 6,600-ზე მეტი ციფრული მონეტის საერთო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ