LIVE
ვიდეო
07 აპრ, 2021 19:20
აშშ-ში იპოთეკურ კომპანიებს მსესხებლებისთვის ყადაღის დადება 2022 წლამდე ეკრძალებათ
1204

მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს (CFPB) ახალი განაწესის შესაბამისად, სახლის მეპატრონეებს, რომლებმაც პანდემიის გამო იპოთეკური სესხის გადახდა ვეღარ შეძლეს, უფრო მეტი დრო ექნებათ, სანამ მათ ქონებას ყადაღას დაადებენ.

CFPB-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სიახლე ყადაღის დადებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე მთლიანად აკრძალავს. ინიციატივის მიზანია თითქმის 3 მილიონ მსესხებელს, რომლებმაც დააგვიანეს ან შეაჩერეს გადახდების განხორციელება, მიეცეთ შესაძლებლობა განაახლონ ისინი, სანამ გამსესხებლები ქონების გაყიდვებს დაიწყებენ.

CFPB-ის განმარტებით, ცვლილების აუცილებლობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ დაახლოებით 1,7 მილიონი მომხმარებელი აშშ-ის დახმარების პროგრამებს სექტემბერში და შემდეგ თვეებში დატოვებს, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელახლა უნდა დაიწყონ გადახდების განხორციელება.

CFPB ასევე საშუალებას მისცემს გამსესხებლებს, შესთავაზონ "გამარტივებული" სესხის შეცვლის ვარიანტები იმ მსესხებლებს, რომლებმაც პანდემიის გამო გადახდა ვეღარ შეძლეს.

სააგენტო ასევე განიხილავს იპოთეკურ კომპანიებს მისცეს ნებართვა, რომ წლის ბოლომდე შეძლონ ქონებაზე ყადაღის დადება, თუ ისინი გარკვეულ ზომებს მიიღებენ, მსესხებლების დასახმარებლად, მაგალითად, მომხმარებლებისთვის ყოველთვიური გადახდების შემცირების გზით.

”ერმა ერთ წელზე მეტი გადაიტანა მომაკვდინებელი პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის საფრთხეები, რომელიც ამდენ მომხმარებელს კვლავ აწუხებს”,- აცხადებს CFPB-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დეივ უეჟიო.

CFPB წინადადება სააგენტოს გასული კვირის გაფრთხილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, იპოთეკური კომპანიები შეიძლება დაჯარიმდნენ, თუ ისინი ყადაღის თავიდან ასაცილებლად ზომებს არ მიიღებენ.

დღეს უფრო მეტი სახლის მესაკუთრეა დამოკიდებული იპოთეკური სესხზე, ვიდრე 2010 წლიდან ნებისმიერ დროს, განაცხადა ბიურომ ორშაბათს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიუროს მიერ შეთავაზებული წესები მიზნად ისახავს მეტი დროისა და ბერკეტების მიცემას როგორც მსესხებლებისთვის, ასევე იპოთეკური კომპანიებისთვის, რათა საბოლოო ჯამში ყადაღების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს ვიტენბერგი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ