LIVE

აშშ-ის მარეგულირებელი იპოთეკურ კომპანიებს დაჯარიმებით ემუქრება

02 აპრ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 839
აშშ-ის მარეგულირებელი იპოთეკურ კომპანიებს დაჯარიმებით ემუქრება
Bloomberg

აშშ-ის მარეგულირებელი აცხადებს, რომ იპოთეკური კომპანიები შეიძლება დაჯარიმდნენ, თუ ისინი არ მიიღებენ ზომებს, რომ თავიდან აიცილონ ყადაღის დადება, რაც საბინაო ბაზარს ამ წლის ბოლოს ემუქრება.

მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს (CFPB) გაფრთხილება ეხმიანება შეღავათს, რომელმაც მილიონამდე მსესხებელს პანდემიის გამო, იპოთეკური სესხის გადახდა გადაუვადა.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ის, რასაც ბიურო ”თავიდან აცილებად ყადაღას” უწოდებს, იპოთეკურმა მსესხებლებმა უნდა დაიწყონ კონტაქტი დაზარალებულ მესაკუთრეებთან ახლავე, რომ მათ კონსულტაცია გაუწიონ სესხების მოდიფიკაციის გზებზე.

CFPB-მ აღნიშნა, რომ კომპანიები „რომლებსაც არ შეუძლიათ, ადეკვატურად მართონ ზარალის შემცირება, უნდა მოელოდნენ ბიუროს მხრიდან სააღსრულებო ან სამეთვალყურეო ზომების მიღებას“.

ბიუროს ცნობით, იანვრისთვის 2 მილიონზე მეტმა მსესხებელმა ან გადაავადა გადასახადები ან ვერ მოახერხა მათი გადახდა. მას შემდეგ, რაც სექტემბერში მთავრობის საშეღავათო გეგმა დასრულდება, ასობით ათას მსესხებელს, სავარაუდოდ, დახმარება დასჭირდება, პრე-პანდემიურ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შაჰინ ნასირიპური