LIVE
ვიდეო
01 თებ, 2024 12:00
ქართულმა ბანკებმა 2023 წელს ₾2.7 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს
999

ქართულმა ბანკებმა 2023 წელი რეკორდულად მაღალი, 2.7 მილიარდი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. მოგება 2022 წელთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი.

ბაზრის ლიდერები საქართველოს ბანკი და თიბისი არიან, მხოლოდ ამ ორი ბანკის მოგება აჭარბებს 1 მილიარდ ლარს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკიდან ზარალზე მხოლოდ სილქ ბანკი და პეისერა გავიდნენ. უფრო დეტალურად, 2023 წლის წმინდა მოგება ბანკების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • საქართველოს ბანკი 1.3 მლრდ
  • თიბისი ბანკი ₾1 მლრდ
  • ლიბერთი ბანკი ₾81.1 მლნ  
  • ბაზის ბანკი ₾71.9 მლნ   
  • პროკრედიტ ბანკი ₾43.7 მლნ    
  • კრედო ბანკი ₾39.1 მლნ 
  • ტერა ბანკი ₾30.2 მლნ                
  • ქართუ ბანკი ₾29.7 მლნ     
  • ხალიკ ბანკი ₾20.1 მლნ
  • იშ ბანკი ₾16.7 მლნ
  • ზირაათ ბანკი ₾7.8 მლნ
  • პაშა ბანკი ₾1.6 მლნ
  • ვი–თი–ბი ბანკი ₾203 ათასი
  • სილქ ბანკი - ზარალი ₾7.5 მლნ
  • პეისერა - ზარალი ₾1.4 მლნ

2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავიდნენ. გადაწყვეტილების არგუმენტად პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბანკების „გაუმართლებლად მაღალი მოგება“ დაასახელა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ