LIVE
ვიდეო
13 ივლ, 2023 10:45
მსესხებლების 11.5%-ს ვადაგადაცილება აქვს - კრედიტინფო
638

საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველოს“ ინფორმაციით, საფინანსო სექტორში მსესხებლების 11.5%-ს ვადაგადაცილება აქვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჯამურად საფინანსო ორგანიზაციებში პრობლემური მსესხებლების წილი მცირედით შემცირებულია, თუმცა ვადაგადაცილებული კონტრაქტების წილი გაზრდილია არასაბანკო დაწესებულებებში.

მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მსესხებლების 7.5%-ს 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდის ფარგლებში ვადაგადაცილება უფიქსირდება. კერძოდ, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული კონტრაქტი 120 ათასამდე  მსესხებელს აქვს, აქედან თითქმის 100 ათასი კი ფიზიკური პირია.

რაც შეეხება არასაბანკო საფინანსო სექტორს, ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა მიკროსაფინანსო კომპანიები, ლომბარდები და სესხის ამომღები სუბიექტები, პრობლემური კონტრაქტების წილი 18%-ს აღწევს. მსგავს ორგანიზაციებში ვადაგადაცილება 129 ათას მსესხებელს უფიქსირდება, საიდანაც უმეტესობა, 120 ათასზე მეტი მსესხებელი ფიზიკური პირია.

ამასთან, საფინანსო სექტორს საქართველოში სულ 1.93 მლნ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე აქვს სესხი გაცემული, რომლის ჯამური მოცულობა 40.8 მლრდ ლარს აღწევს. ყველაზე დიდი, 37.1 მლრდ ლარის მოცულობის კრედიტები კომერციულ ბანკებს აქვთ გაცემული. საბანკო სექტორის მსესხებლების რაოდენობა 1.6 მლნ-ს აღწევს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ