4 ივლისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონები გაიმართა, რომელთა საშუალებითაც მთავრობამ ჯამში 60 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო.
ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 4 ივლისს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N31 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი სახაზინო ვალდებულებები. აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მთლიანმა მოთხოვნამ კი 55 000 000 ლარი შეადგინა. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.48%, მაქსიმალური 9.499%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.494%.
N32 აუქციონზე კი გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.6 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა, მთლიანმა მოთხოვნამ 100 000 000 ლარი შეადგინა. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.4%, მაქსიმალური 8.57%, საშუალო შეწონილი 8.543%.