LIVE
ვიდეო
10 თებ, 2023 19:00
რეფერენტულ ფასებზე იმპორტიორების შენიშვნები სამინისტროს გადაეგზავნა - ასოციაცია
516

იმპორტიორებს სახელმწიფოს მიერ მედიკამენტების ნაწილზე დაწესებულ მაქსიმალურ ფასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.

როგორც ფარმაცევტული კომპანიების წარმომდგენელთა ასოციაციის დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, შენიშვნების ერთი ნაწილი მედიკამენტების არსებული სიის შემადგენლობას ეხება. მეორე მიმართულება უშუალოდ ფასების კომპონენტს მოიცავს, რამდენადაც დისტრიბუტორების ნაწილი თვლის, რომ ზოგიერთ მედიკამენტზე განსაზღვრული ფასი იმპორტის რეალურ ღირებულებას არ ასახავს.

მისი თქმით, აღნიშნული შენიშვნები ჯანდაცვის სამინისტროში უკვე გაგზავნილია, უწყების პასუხს კი, 15 თებერვლამდე ელიან.

„თუ ხარვეზის შედეგად მივიღეთ ის, რომ კონკრეტული მედიკამენტი დღეს და ხვალ აფთიაქში აღარ იქნება, ეს ძალიან რთული იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც აფთიაქში შედის საყიდლად. ამიტომ, ვიდრე ეს პროცესი ამოქმედდება, წინასწარ უნდა შევეცადოთ აღმოვფხვრათ ეს რისკები. იმპორტიორების მხრიდან გარკვეული კომენტარები შევიდა ჯანდაცვის სამინისტროში და დამუშავების შემდეგ, 15 თებერვალს იქნება საბოლოო პასუხი მიღებული“,- აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტრომ ფასის ზედა ზღვარი 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დააწესა და პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალი დაამტკიცა. მარჟები, საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით, 15%-დან 40%-მდე მერყეობს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ