LIVE

ერდოღანმა პუტინი თურქეთში ზელენსკისთან შესახვედრად მიიწვია

06 აგვ 202215:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
ერდოღანმა პუტინი თურქეთში ზელენსკისთან შესახვედრად მიიწვია
Sputnik/Vyacheslav Prokofyev/Pool via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინი თურქეთში უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მიიწვია. ინფორმაციას თურქული ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.

“კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ მის შეხვედრას ბატონ ზელენსკისთან. გავაგრძელებთ დიალოგის წარმოებას ჩვენს შავი ზღვის მეზობელ რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას”, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

სოჭში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა მარცვლეულის ექსპორტი, ქვეყნებს შორის ვაჭრობა, სოფლის მეურნეობაში ურთიერთობები და სხვა საკითხები განიხილეს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სირია. 

თურქეთი და რუსეთი რუსული გაზის ნაწილობრივ რუბლში შესყიდვაზე გადავლენ. შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სოჭში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიაღწია.

“ეტაპობრივად ეროვნულ ვალუტაში გადახდაზე გადავდივართ, მომარაგების ნაწილი გადახდილი იქნება რუსულ რუბლში. ეს ნამდვილად ახალი ეტაპია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის, მათ შორის ჩვენი ფულადი-საფინანსო ურთიერთობების განვითარების კუთხით”, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.