გაეროში შეერთებული შტატების ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში 40 მილიონი ადამიანის შიმშილს გამოიწვევს და ყველაზე მეტად სუბსაჰარის აფრიკა დაზარალდება.
შეერთებულმა შტატებმა G7 სამიტზე სასურსათო უსაფრთხოებისთვის $4,5 მილიარდი გამოყო. აშშ გეგმავს გამოყოს $150 მილიონი აფრიკის ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგია, კლიმატის ცვლილება, პანდემია და ომი არის გლობალური სურსათის პრობლემების მთავარი მიზეზი, "ყველაზე მზაკვრული წყარო არის შიმშილი, რომელიც განზრახ გამოიყენება ომის იარაღად”.
“რუსეთმა დაიპყრო უკრაინის ზოგიერთი ყველაზე პროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო მიწა და ნაღმავდა მინდვრებს”, - განაცხადა თომას-გრინფილდმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მსგავსი რიტორიკა გამოიყენა გასულ კვირას, როდესაც კამერუნში ვიზიტისას გლობალური სასურსათო კრიზისს რუსეთის ომის იარაღი უწოდა.
კრემლი ირიდებს პასუხისმგებლობას სურსათის კრიზისზე და საკვებისა და სასუქების ექსპორტის შენელებაში დასავლეთის სანქციებს ადანაშაულებს.
თომას-გრინფილდმა უარყო ეს პრეტენზია და აღნიშნა, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად გადადგა ნაბიჯები საკვების მიწოდების ჯაჭვების შეფერხების მიზნით.