LIVE

იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 11%-ით გაიზარდა - TBC Capital

22 ივლ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 11%-ით გაიზარდა - TBC Capital

TBC Capital-ის ინფორმაციით, გასული კვირის დადებითი ტენდენცია ივლისის მეორე კვირაშიც გაგრძელდა და დედაქალაქში გაიზარდა როგორც ახალი გაცემული იპოთეკური სესხები, ისე საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები.

„2022 წლის 1-14 ივლისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა გაუმჯობესდა და +11% შეადგინა 2021 წელთან შედარებით. ამავე პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა და +29%-ს გაუტოლდა წ/წ“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში ბინების ფასი 8.2%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების ღირებულება 3.5%-ით შემცირდა.