LIVE

საქართველოში რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა ყველაზე მეტი, $219 მლნ დახარჯეს

15 ივლ 202214:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 608
საქართველოში რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა ყველაზე მეტი, $219 მლნ დახარჯეს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 1 მლრდ 143 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 6 თვეში ყველაზე მეტი თანხა - 219 მლნ დოლარი რუსეთის მოქალაქეებმა დახარჯეს. მეორე პოზიციას ბელორუსი იკავებს. იანვარ-ივნისის პერიოდში ბელორუსი საერთაშორისო მოგზაურების მიერ საქართველოში გაწეულმა დანახარჯებმა 123 მლნ დოლარი შეადგინა.

2022 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე განაწილდა:

  • რუსეთი - $219 მლნ;
  • ბელორუსი - $123 მლნ;
  • ევროკავშირი - $121 მლნ;
  • თურქეთი - $109 მლნ;
  • უკრაინა - $108 მლნ;
  • ისრაელი - $105 მლნ;
  • სომხეთი - $43 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $39 მლნ;
  • საუდის არაბეთი - $38 მლნ;
  • ირანი - $31 მლნ.  

6 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ივნისში მიიღო. გასულ თვეში ქვეყანაში სულ 445 894 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა. მათ მიერ დახარჯულმა თანხამ 302 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო მოგზაურების ივნისის დანახარჯების სტატისტიკაშიც ლიდერობს. მხოლოდ ერთ თვეში რუსების მიერ გაწეული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ 68 მლნ დოლარი შეადგინა. ბელორუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა კი ივნისში საქართველოს ტერიტორიაზე 28 მლნ დოლარი დახარჯეს.