LIVE

აშშ-ში უმუშევრობაზე განაცხადები 7-თვიან მაქსიმუმზეა

15 ივლ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 820
აშშ-ში უმუშევრობაზე განაცხადები 7-თვიან მაქსიმუმზეა

აშშ-ის უმუშევრობის სახელმწიფო დაზღვევაზე განცხადებები 4 ივლისის კვირის განმავლობაში ნოემბრის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაიზარდა. ნიუ-იორკის შტატში უმუშევრობის განცხადებების ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება.

უმუშევრობის პირველადი განცხადებები 9 ივლისის კვირაში 9000-ით, 244,000-მდე გაიზარდა. Bloomberg-ის ეკონომისტთა გამოკითხვის მედიანური შეფასებით უმუშევრობის 235 000 განაცხადი იყო პროგნოზირებული.

უმუშევრობაზე განცხადებების ზრდა კომპანიების მიერ სამუშაო ადგილების შემცირების გამოცხადებას მოჰყვა, რაც რეცესიასთან დაკავშირებულმა შიშებმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზარი მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე ძლიერი რჩება, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ შესაძლოა, ინფლაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო გააძლიეროს, რასაც მუშახელზე მოთხოვნის შემცირება შეუძლია.

ბოლო კვირების განმავლობაში, Alphabet-ის Google-მა და Microsoft-მა განაცხადეს, რომ თანამშრომლების აყვანას გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის გამო შეანელებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილების შემცირება ძირითადად ტექნოლოგიურ სექტორში ფიქსირდება, სხვა მიმართულებებს, როგორიცაა საბინაო, საავტომობილო და ენერგეტიკული სექტორები, ასევე უწევთ დასაქმებულების სამსახურიდან გაშვება.

ანგარიში მოჰყვა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინფლაციის მონაცემებს, რომელმაც აშშ-ს სამომხმარებლო ფასების ზრდა 40-წლიან მაქსიმუმზე, 9.1%-ზე დააფიქსირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარია პაულა მიხარეს ტორესი