LIVE

ენერგოკრიზისის გამო საფრანგეთი უდიდესი ბირთვული კომპანიის ნაციონალიზაციას აპირებს

07 ივლ 202210:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 837
ენერგოკრიზისის გამო საფრანგეთი უდიდესი ბირთვული კომპანიის ნაციონალიზაციას აპირებს
Nathan Laine/Bloomberg

ევროპის ყველაზე მძიმე ენერგოკრიზისთან გასამკლავებლად, საფრანგეთის მთავრობა ბირთვული ენერგიის მწარმოებლის, Electricite de France-ის (EDF), ნაციონალიზაციას აპირებს. კომპანია ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია. 

“კლიმატის საგანგებო მდგომარეობა მოითხოვს გადამწყვეტ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს. უნდა გვქონდეს სრული კონტროლი წარმოებასა და ჩვენს ენერგეტიკულ მომავალზე. უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი ომის შედეგებისა და მომავალი გამოწვევების ფონზე. დღეს ვადასტურებ სახელმწიფოს განზრახვას, ფლობდეს EDF-ის კაპიტალის 100%-ს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

ბორნმა არ ისაუბრა EDF-ის ნაციონალიზაციის კონკრეტული დეტალებზე, რომლის 84% სახელმწიფოს საკუთრებაშია. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს განაცხადა, რომ კომპანიის ნაწილი უნდა იყოს ნაციონალიზებული საფრანგეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და წმინდა ნულოვანი ამბიციის გასაძლიერებლად ახალი ატომური ქარხნების აშენებით.

რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპაში ენერგოკრიზისი გაამწვავა.  მთავრობებმა უკვე განიხილეს ნაციონალურ დონეზე მისაღები ზომები, რათა მოხდეს რუსული ენერგიის მიღმა დივერსიფიკაცია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფრანსუა დე ბოპუი, ანია ნუსბაუმი და უილიამ ჰორობინი