LIVE

რუსეთის მტკიცებით, კუნძულ ზმეინიდან სამხედროები მარცვლეულის ნაკადის დასახმარებლად გაიყვანა

30 ივნ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 692
რუსეთის მტკიცებით, კუნძულ ზმეინიდან სამხედროები მარცვლეულის ნაკადის დასახმარებლად გაიყვანა

რუსეთი ადასტურებს, რომ ზმეინის კუნძულიდან სამხედროები გაიყვანა. ამის მიზეზად კი მარცვლეულის ნაკადის დახმარებას ასახელებს. 

რუსეთმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ კუნძული რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა.

"ეს სრული სიყალბეა", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსი ანდრეი ერმაკი და დასძენს, რომ რუსი სამხედროები ტერიტორიიდან კიევის ძალებმა მასიური თავდასხმის შედეგად გააძევეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ეს არის „კეთილი ნების ნაბიჯი“ - ჟესტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების შემსუბუქებას, მიუხედავად იმისა, რომ საკითხზე ქვეყნებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.

რუსულ ძალებს სურდათ, დაეკავებინათ შავ ზღვაში მდებარე პატარა, მაგრამ სტრატეგიული კუნძული იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმას ახორციელებს.

კუნძული, სადაც ომამდე 50-მდე ადამიანი ცხოვრობდა, რუსეთის სამიზნე უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს გახდა. სწორედ ამ კუნძულის მცველების მიერ რუსული ხომალდისთვის გაცემული პასუხი იქცა რუსული ძალის მიმართ წინააღმდეგობის მთავარ სიმბოლოდ.  

უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ადანაშაულებენ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები პროდუქტების ექსპორტის ბლოკირებაში. კრემლი თითს კიევისკენ იშვერს.  

რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 1/3-ს აწარმოებდნენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 20 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის მიწოდება შეჩერებულია. 

მარცვლეულის მიწოდების შეფერხება გლობალური შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამის გამო დასავლეთი რუსეთს ღიად ადანაშაულებს.  

გაერომ ორივე ქვეყანასა და მათ საზღვაო მეზობელ თურქეთს მიმართა, რათა შექმნან საზღვაო კორიდორი შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის ხელშესაწყობად. მინისტრ ჩავუშოღლუს განმარტებით, ანკარა აწარმოებს მოლაპარაკებას მოსკოვთან ამ საკითხთან დაკავშირებით სტამბულში ოთხმხრივი შეხვედრის გასამართად.  უკრაინა დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი პირობას შეასრულებს და გემებს უსაფრთხოდ გაატარებს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი