LIVE

ევროპაში მზარდი სამოგზაურო ქაოსის გამო Lufthansa-მ 2200 ფრენა გააუქმა

24 ივნ 202215:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 934
ევროპაში მზარდი სამოგზაურო ქაოსის გამო Lufthansa-მ 2200 ფრენა გააუქმა
Ben Kilb/Bloomberg

Lufthansa-მ 2200 ფრენა გააუქმა. Covid-19-ის მორიგმა ტალღამ გააძლიერა პერსონალის დეფიციტი ავიაციის სფეროში, რაც ამწვავებს ქაოსს ევროპაში ზაფხულის კრიტიკული არდადეგების სეზონის დაწყებისთანავე.

ავიაკომპანიამ გააუქმა შიდა და ევროპული მარშრუტები გერმანიაში ივლისისა და აგვისტოსთვის. მიმდინარე თვის დასაწყისში 900 რეისი გაუქმდა.

გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები Covid-19-ის ინფექციის ახალი აფეთქების წინაშე დგანან. მიუხედავად იმისა, რომ წინა ტალღებზე ნაკლებად სახიფათოა, ის იწვევს მუშახელის გამოუცხადებლობის ზრდას, რაც ამძაფრებს ავიაკომპანიებში თანამშრომლების სერიოზულ დეფიციტს.

ავიაკომპანიები ათავისუფლებდნენ პერსონალს პანდემიის დროს და ნელ-ნელა დაიწყეს აღდგენა ბილეთების გაყიდვის ზრდის ფონზე. 

ავიაინდუსტრიის ყოფილი წარმომადგენლები ცდილობენ გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნას, რადგან ინფლაცია მძაფრდება.

ავიაკომპანიებში გაფიცვები გრძელდება და მათ ერთობლივად დაკარგეს მილიარდობით დოლარის შემოსავალი, რამაც სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ამას დაემატა გაფიცვები. კორპორატიული ლიდერები ცდილობენ, მიუხედავად მზარდი ინფლაციისა, არ გაზარდონ ხელფასები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილიამ უილკესი