LIVE

მხოლოდ პირველ წელს Covid-ის ვაქცინამ 20 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა - კვლევა

24 ივნ 202212:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 811
მხოლოდ პირველ წელს Covid-ის ვაქცინამ 20 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა - კვლევა
Vanessa Leroy/Bloomberg

მხოლოდ პირველ წელს Covid-ის ვაქცინებმა, რომლებიც რეკორდულად მოკლე დროში შეიქმნა, დაახლოებით 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მათგან ნახევარზე მეტი მდიდარ ქვეყნებში.

მიუხედავად იმისა, რომ 7 მილიონზე მეტი სიკვდილის თავიდან აცილება მოხდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიცავს Covax-ის განაწილების პროგრამა, Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიზნების მიღწევას ღარიბ ქვეყნებში Covid-ით გამოწვეული ყოველი მეხუთე გარდაცვალების თავიდან აცილება შეეძლო.

ისეთი კომპანიების ვაქცინებმა, როგორიცაა Pfizer-ი, Moderna და AstraZeneca, შეამცირეს ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა, 12 მილიარდზე მეტი დოზის ადმინისტრირებით, მთელ მსოფლიოში.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოს დიდმა ნაწილმა გასულ წელს ბევრი იბრძოლა ვაქცინებზე წვდომისთვის. ახალი ვარიანტების გამო, მიწოდების პრობლემებმა და გაურკვევლობამ, ვირუსის სწრაფად გავრცელების შეკავების მცდელობები გაართულა.

მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა ყველაზე მეტი, 12 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მონაცემები აჩვენებს, რომ კიდევ 599,300 სიკვდილის თავიდან აცილება შეიძლებოდა, 2021 წლის ბოლომდე თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 40%-ის ორი ან მეტი დოზით ვაქცინაციით.

თავიდან აცილებული სიკვდილიანობის სამ მეოთხედზე მეტი გამოწვეული იყო ვაქცინებით უზრუნველყოფილ დაცვასთან. დანარჩენი სიკვდილიანობის თავიდან აცილება მოხდა ირიბად, ვირუსის გავრცელებისა და ჯანდაცვის სისტემებზე ტვირთის შემცირებით, რამაც გააუმჯობესა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა.

ელისონ გალვანმა, იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის თანამშრომელმა დაწერა, რომ ვაქცინების უსამართლო განაწილებამ გაზარდა ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გადალახონ ვაქცინის იმუნიტეტი და გამოიწვიონ სიკვდილიანობის ახალი ტალღა. ლოგისტიკური დაბრკოლებები, გაურკვევლობა და დეზინფორმაცია მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში ერთნაირად აფერხებს ვაქცინების დანერგვას.

ვაქცინების სწრაფი განვითარება და გავრცელება იყო “ჯანდაცვის სისტემების შესანიშნავი გლობალური მიღწევა. თუმცა, მილიონობით დამატებითი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა ვაქცინების უფრო სამართლიანი განაწილებით", - ამბობს გავლანი.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1,263,764 ადამიანი, ანუ 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის 44.2%. ვაქცინაციის ეროვნულ გეგმის თანახმად, ივლისში ორჯერადად აცრილი, ქვეყნის მოსახლეობის 70% უნდა იყოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს პატონი