LIVE

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტის განახლება და ინვესტორის მოზიდვა შესაძლებელია

16 ივნ 202212:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 982
ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტის განახლება და ინვესტორის მოზიდვა შესაძლებელია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მთავრობის მიერ სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება შესაძლებელია.

როგორც ახვლედიანმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, პროექტს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„უკრაინაში მიმდინარე ომმა ტვირთების და დერეფნების სრული შეცვლა გამოიწვია. საქართველოს დერეფანი აქტუალურობას იძენს. ინფრასტრუქტურის არ ქონა დიდი ეკონომიკური დანაკლისია.

თუ მთავრობის მიერ სწორად იქნა პროცესი წარმართული, სავსებით შესაძლებელია, ანაკლიის პროექტის განახლება და ახალი ინვესტორის მოზიდვა. მთავარია მთავრობის მონდომება და ნაბიჯების გადადგმა, ეს ჯერჯერობით ვერ დავინახე“,- აღნიშნა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, ინტერესი რამდენიმე ინვესტორმა გამოხატა და მთავრობას პორტის განვითარების პროგრამა მზად აქვს.