
ბიტკოინის ფასი $30,000-ს ჩამოსცდა და ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ბაზრები რისკის შემცველი აქტივებისგან დისტანცირებას განაგრძობენ, რასაც უმსხვილესი ვალუტის მიერ იმპულსის შენარჩუნების კიდევ ერთი მცდელობის წარუმატებლად დასრულება უკავშირდება.
ბიტკოინი 7.1%-ით, $29,209-მდე დაეცა, დონემდე, რომელიც 30 მაისის შემდეგ არ დაფიქსირებულა. შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 7.3%-ით დაეცა $1,725-მდე, Avalanche-ის ფასი კი 9.3%-ით.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასმა ცვლილება $31,000-იანი დონის გადალახვიდან 1 დღის შემდეგ განიცადა მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებს მეტი ზრდის მოლოდინი ჰქონდათ. ციფრული აქტივების ბროკერის GlobalBlock-ის ანალიტიკოსის, მარკუს სოტირიუს მიხედვით, მონეტამ $31,500-იანი ნიშნულის შემდეგ $32,000-მდე სერიოზული წინააღმდეგობა განიცადა.
"ეს ბაზარი იღუპება. აღმავალი კატალიზატორის გარეშე, მიმდინარე განწყობა, სავარაუდოდ, ფასებს შეზღუდულ დიაპაზონში, კლების აშკარა და დაუყოვნებელი რისკის ქვეშ შეინარჩუნებს",- აღნიშნა კრიპტო ლიკვიდურობის პროვაიდერმა ფირმამ B2C2-მ.
კრიპტო სექტორში კლება ემთხვევა აშშ-ს აქციების ფიუჩერსების წითელ ზონაში დარჩენას და დოლარის გაძლიერებას. სახაზინო შემოსავლების ნახტომმა გააჩინა შეშფოთება, რომ სესხის აღების ხარჯების ზრდამ შეიძლება რეცესია გამოიწვიოს. ბიტკოინი, მეორე მხრივ, რისკის შემცველ აქტივებთან მჭიდროდ დაკავშირებულია, რაც ეკონომიკასთან დაკავშირებული შფოთების დროს მისგან დისტანცირებას განაპირობებს.
B2C2-ს შენიშვნაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე დიაპაზონი, რაც ბიტკოინისთვის 28,000$-დან 32,750$-მდე ტერიტორიას გულისხმობს, ხოლო ეთერიუმისთვის 1,700$-დან $2,100$-მდე ნიშნულს შესაძლოა, კიდევ დაირღვეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსინგერი