
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) ნავთობის მიწოდების დაახლოებით 50%-ით გაზრდაზე შეთანხმდა. ასევე, რუსეთი გაერთიანების სრულუფლებიან წევრად რჩება მიუხედავად შეერთებული შტატებისა და სხვა მსხვილი შემსყიდველების ზეწოლისა.
ქვეყნები ივლისსა და აგვისტოში ნავთობის ყოველდღიური წარმოების 648,000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა სრულად დაუჭირა მხარი ამ გეგმას და მოლაპარაკებები დასრულდა რეკორდულ დროში, სულ რაღაც 11 წუთში.
ნავთობი ფასი შეხვედრის წინ შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი და სხვა წევრები მზად არიან შეავსონ ბაზრის დეფიციტი, რომელიც შეიქმნა რუსული წარმოების შემცირებით, ან თუნდაც მთლიანად ამოიღონ ქვეყანა OPEC+-ის კვოტების სისტემიდან. შეთანხმების შემდეგ ნავთობის ფასებმა ნიუ-იორკში ზარალი აინაზღაურა და 0,7%-ით გაიზარდა, ბარელზე $116,03-მდე.
მიწოდების ზრდა შემობრუნების მომენტია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისა და მათი მოკავშირეებისთვის. კარტელი აქამდე თავს არიდებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული კრიზისის განხილვას უმეტეს შეხვედრებზე და თქვა, რომ ეს პოლიტიკის საკითხია და არა ბაზრის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სალმა ელ ვარდანი, გრანტ სმიტი და ბენ ბარტენშტეინი