 
                                                                    თუ მომხმარებელი kontakt.ge-ზე შიდა განვადებით სარგებლობას გადაწყვეტს, განვადების დოკუმენტი ახლა უკვე დისტანციურად - ელფოსტით ეგზავნება და ხელმოწერაც ონლაინ ხდება Signify-ის პლატფორმის დახმარებით.
მანამდე, განვადების ხელშეკრულება მომხმარებლებამდე კურიერის მეშვეობით ფიზიკურად მიდიოდა. ხელმოწერის შემდეგ კი დოკუმენტების შეგროვება, დამუშავება და დაარქივება ცალკე დროისა და რესურსის ტვირთად რჩებოდა.
„Signify-სთან თანამშრომლობამ საგრძნობლად გაამარტივა ჩვენი შიდა ონლაინ განვადების პროცესი. ადრე მომხმარებლებს ხელშეკრულების ხელმოწერა მისამართზე, ფიზიკურად უწევდათ, რაც დიდ ლოჯისტიკის რესურსს მოითხოვდა. Signify-ის საშუალებით ეს პროცესი მთლიანად ონლაინ გარემოში გადავიტანეთ, რითაც დავზოგეთ დრო, რესურსი და უზრუნველვყავით პროცესის გამართული თანმიმდევრობა. Signify ჩვენთვის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია," ამბობს თეონა ბენდელიანი, ელექტრონული კომერციისა და ციფრული პროექტების ხელმძღვანელი.
კონტაქტ ჰოუმის შესახებ
„კონტაქტ ჰოუმი“ საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის გაყიდვის ერთ-ერთი წამყვანი საცალო ქსელია საქართველოში. კომპანია საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 6 ფილიალით არის წარმოდგენილი. ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში წარმოდგენილია 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ტექნიკა და სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტი.
Signify-ის შესახებ
Signify დოკუმენტ მენეჯმენტის ციფრული პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გაციფრულებაში ეხმარება. პლატფორმა უზრუნველყოფს ელექტრონული ხელმოწერის ლეგალურ პროცესს და ხელს უწყობს როგორც შიდა სამუშაოების გამარტივებას, ისე მომხმარებელთა გამოცდილების (customer experience-ის) გაუმჯობესებას.
 
                         
                 
                 
                 
                 
                 
                 
                