LIVE

ღარიბაშვილი დიასპორაზე: მათი საბოლოო მიზანი საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს

27 მაი 202211:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1013
ღარიბაშვილი დიასპორაზე: მათი საბოლოო მიზანი საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაა, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

„რატომ იყო მაგალითად წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი. არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე.

მისი თქმით, ქართული დიასპორის წარმომადგენლების საბოლოო მიზანი სამშობლოში დაბრუნება უნდა იყოს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დაბრუნდა და პრეზიდენტად ავირჩიეთ.

„წარმოუდგენელია, რომ ქართველ ადამიანს გული არ მიუწევდეს სამშობლოში დაბრუნებისკენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მათი მთავარი, საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება. ჩვენ არაერთი, ათასობით, ასი ათასობით შეიძლება დიასპორის წარმატებული წარმომადგენელი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ ადამიანების გვარები დღეს სამწუხაროდ არის დავიწყებული და აუცილებელია ჩვენს ახალგაზრდებს შევახსენოთ, თუ ვისი გორისანი ვართ, თუ როგორ წარმატებით მოღვაწეობენ ქართველები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ინიციატივაზე, რომელიც უზრუნველყოფს დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში და მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც არის დიასპორის ბრწყინვალე წარმომადგენელი, საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან სიმბოლური,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, 1 მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 50 ლარით, 150 ლარამდე გაძვირდა.