LIVE

1-ლი მაისიდან პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ძვირდება

29 აპრ 202217:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 2529
1-ლი მაისიდან პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ძვირდება

1-ლი მაისიდან პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღების საფასური იზრდება. 

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად 150 ლარი ეღირება. 30 ლარიდან 60 ლარამდე იზრდება პირადობის მოწმობის აღების საფასური.

იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პი­რის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის მიღებისთვის საფასური შემდეგი ოდენობით განისაზღვრა:

  • მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;
  • იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასური შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;

  • მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;

  • მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;

  • იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობების გაცემისათვის - მომსახურების საფასუ­რი 60 ლარი იქნება.

ცვლილებები შეეხება სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციასთან და სხვა მთელ რიგ სერვისებთან დაკავშირებულ საფასურებს.