LIVE

კრიპტოვალუტების ბაზარმა 24 საათში $200 მილიარდი დაკარგა

12 მაი 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
კრიპტოვალუტების ბაზარმა 24 საათში $200 მილიარდი დაკარგა

CoinMarketCap-ის შეფასებით, კრიპტოვალუტების მასიური გაყიდვის შედეგად, კრიპტო ბაზარმა 24 საათში $200 მილიარდი დაკარგა.

კრიპტოკომპლექსის ჩაძირვამ, რაც TerraUSD-ის სტაბილკოინის ჩამოშლით იყო გამოწვეული, ძირითად ციფრულ მონეტებს მძიმედ დაარტყა. ბიტკოინის ფასი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბლა დაეცა, ხოლო ეთერიუმმა ღირებულების 16% დაკარგა.

კლება სავარაუდოდ, კვლავ გაგრძელდება. აზიურ ვაჭრობაში ასევე დაეცა კრიპტოსთან დაკავშირებული აქციები. ჰონგ-კონგში დალისტული ფინტექ ფირმის BC Technology-ის აქციების ფასი ვაჭრობის დასრულებამდე 6.7%-ით შემცირდა. იაპონიის Monex Group-მა, რომელიც TradeStation-ს და Coincheck-ის ბაზრებს ფლობს, ვაჭრობა 10%-ით დაბლა დაასრულა.

ინფლაციის მოთოკვის მიზნით ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, ციფრულმა მონეტებმა ზეწოლა განიცადეს სხვა რისკის შემცველ აქტივებთან ერთად.

ამ ფონზე კრიპტო მილიარდერებმა ქონების დიდი ნაწილი დაკარგეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლოუ დეი ვეი