
Twitter-ი ილონ მასკთან გარიგების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა.
Bloomberg News-ის მიხედვით, რომელიც ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, სოციალური მედიის კომპანია ტრანზაქციის პირობებზე მუშაობს და შეთანხმებას შესაძლოა უკვე დღეს მიაღწიოს.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის "საბოლოო და საუკეთესო" შეთავაზება მიმდინარე თვეში გააკეთა. შეთავაზების მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი თითო აქციაზე ნაღდი ფულით $54.20-ს გადაიხდის, რაც $43 მილიარდიან საერთო ღირებულებას შეადგენს. თუმცა, Twitter-მა არასასურველი მფლობელობის ტენდენციებისაგან დასაცავად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა.
Bloomberg-ის წყაროს თანახმად, Twitter-მა გეგმა დროის მოსაგებად მიიღო. საბჭოს სურს შეძლოს ნებისმიერი გარიგების ანალიზი და განხილვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია