LIVE

უნგრეთი რუსული გაზის საფასურს ისევ ევროში გადაიხდის

11 აპრ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 560
უნგრეთი რუსული გაზის საფასურს ისევ ევროში გადაიხდის

უნგრეთი გააგრძელებს რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის ევროში გადახდას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიჯარტომ განაცხადა, რითაც დასრულდა რამდენიმედღიანი განხილვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, უნგრეთმა რესურსი რუბლში იყიდოს. 

"უნგრეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი MVM Group გააგრძელებს ევროს მიწოდებას Gazprombank-სთვის, რომელიც შემდეგ თანხას რუბლებში გადაიტანს",- განაცხადა მინისტრმა დღეს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

უნგრეთის პოზიცია, როგორც ჩანს, ევროკავშირის სხვა წევრების გეგმასთან თანხვედრაშია. გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ევროკავშირის ლიდერებიდან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ყველაზე დაახლოებულმა პირმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაზის საფასურის რუბლებში გადახდა პრობლემა არ იქნებოდა, რამაც გააძლიერა ეჭვი, რომ შესაძლოა, უნგრეთმა გადახდის საკითხზე ევროკავშირის ერთიანი პოზიცია დაირღვიოს. 

რუსეთმა გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ "არამეგობრულ" ქვეყნებს 1 აპრილიდან გაზის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ გაზის საფასურს რუბლში არ გადაიხდიან. მოგვიანებით კრემლმა დააზუსტა, რომ მოთხოვნა ექსპორტზე გავლენას აპრილის მეორე ნახევრიდან იქონიებს და Gazprom იმუშავებს თავის მომხმარებლებთან ახალი წესების დანერგვის მიზნით. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის მოთხოვნა უარყვეს და განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი კონტრაქტის პირობებს არღვევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოლტან სიმონი