LIVE

ბელარუსი რუსეთის მსგავსად საგარეო ვალს რუბლით დაფარავს

07 აპრ 202223:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 837
ბელარუსი რუსეთის მსგავსად საგარეო ვალს რუბლით დაფარავს

ბელარუსი საგარეო ვალის მომსახურებას ადგილობრივ ვალუტით იწყებს, რადგან სანქციებმა გადახდების შეფერხება გამოიწვია.

მთავრობა იძულებული გახდა ბელარუსული რუბლი გამოეყენებინა მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ჩრდილოეთ საინვესტიციო ბანკის სესხების მომსახურებისთვის.

“ბელარუსის შესაძლებლობა, დაფაროს დავალიანება დოლარებსა და ევროში დასავლელ კრედიტორებთან, შეზღუდულია სანქციების გამო”,- ნათქვამია მინისტრთა საბჭოს განცხადებაში.

მანამდე რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაამუშავებს დაახლოებით $650 მილიონის გადახდებს ობლიგაციებზე რუსული რუბლის გამოყენებით მას შემდეგ, შეერთებული შტატების ხაზინამ რუსეთს ამერიკული ანგარიშებიდან ვალის გადახდა აუკრძალა

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დარტყმა მიაყენა ობლიგაციების ბაზრებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ბელარუსის ობლიგაციები ყველაზე მეტად დაზარალდა მოსკოვის პირდაპირი მხარდაჭერის გამო. ქვეყანას აქვს $3,25 მილიარდის ღირებულების $5-იანი ობლიგაციები. ბანკნოტები დოლარზე დაახლოებით 15 ცენტად იყო შემოთავაზებული.

გასულ თვეში, S&P Global Ratings-მა განაცხადა, რომ ბელარუსმა შესაძლოა დეფოლტი ერთი წლის განმავლობაში გამოაცხადოს. დეფოლტის “მზარდ გარდაუვალობაზე” მიუთითებს Moody's Investors Service-იც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მაკეი ონოშკო და ალექსანდრ კუდრიცკი