LIVE

რუსეთი COVID რეგულაციებს ხსნის და 52 ქვეყანასთან ფრენების აღდგენას გეგმავს

07 აპრ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 868
რუსეთი COVID რეგულაციებს ხსნის და 52 ქვეყანასთან ფრენების აღდგენას გეგმავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის ინფორმაციით, 9 აპრილიდან, COVID რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, 52 "მეგობრულ ქვეყანასთან" საჰაერო მიმოსვლა აღდგება. 

„9 აპრილიდან ჩვენ ვხსნით კორონავირუსული ინფექციის შესაკავებლად დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის ავიატრანსპორტზე. ამჟამად ჩვენი ავიაკომპანიები შეზღუდვების გარეშე 15 ქვეყანაში დაფრინავენ. ახლა ჩვენ აღვადგენთ ფრენებს 52 ქვეყანასთან, მათ შორის არგენტინასთან, ინდოეთთან, ჩინეთთან, სამხრეთ აფრიკასთან და ჩვენთვის მეგობრულ სხვა სახელმწიფოებთან",- განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

როგორც რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, 52 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლებთანაც ფრენა აღდგება, ასეთია: ალჟირი, არგენტინა, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბოტსვანა, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ჰონგ-კონგი, ეგვიპტე, ზიმბაბვე, ისრაელი, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ერაყი, კენია, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, კოსტა-რიკა, ქუვეითი, ლიბანი , ლესოთო, მავრიკი, მადაგასკარი, მალაიზია, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, მოლდოვა, მონღოლეთი, მიანმარი, ნამიბია, ომანი, პაკისტანი, პერუ, საუდის არაბეთი, სეიშელის კუნძულები, სერბეთი, სირია, ტაილანდი, ტანზანია, ტუნისი, თურქეთი, ურუგვაი, ფიჯი, ფილიპინები, შრი-ლანკა, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკა და იამაიკა.

შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ზაფხულში, მას შემდეგ შეაჩერა, რაც სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას გავრილოვის ღამე და მასშტაბური ანტირუსული აქციები მოჰყვა.