LIVE

საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ყაზახური ნავთობპროდუქტების მოცულობა 2 მლნ. ტონით გაიზრდება

31 მარ 202213:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 1542
საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ყაზახური ნავთობპროდუქტების მოცულობა 2 მლნ. ტონით გაიზრდება

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები, რათა საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დამატებითი მოცულობების გადაზიდვა დაიწყოს. საუბარია, 2022-2023 წლებში დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირებაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, შუა კორიდორში მშრალი ტვირთების მოსაზიდად აქტიურად მუშაობს „საქართველოს რკინიგზაც“

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2021 წელს რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 10.2 მილიონი ტონა, რაც 2020 წელთან შედარებით 11.3%-ით მეტია  და 9.2 მილიონი ტონას შეადგენს. მისი თქმით, 2021 წელს BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 20,492 TEU, რაც 2020 წელთან  შედარებით 95.7%-ით მეტია, ამასთან, 2021 წელს შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 10,094 TEU, რაც 2020 წელთან  შედარებით 221.6%-ით მეტია.

რაც შეეხება ტვირთბრუნვას 2022 წლის დასაწყისში, გურამ გურამიშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში რკინიგზით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 1.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია და 1.6 მილიონ ტონას შეადგენს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 2022 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში BTK-თი (გარდაბანი-ახალქალაქი და უკუმიმართულება) გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 4,074 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78.2%-ით მეტია (2,286 TEU).

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა ოთხმხრივი დეკლარაციას „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ.

დეკლარაციაში ხაზგასმულია სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და  სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ ინტეგრაციის როლი და მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი ტრანსპორტის ხელშესაწყობად ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდის  და შესაბამისი სამუშაოების დაჩქარების აუცილებლობა. საუბარია ასევე სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის ზრდისათვის ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.