LIVE

გერმანული ენერგეტიკული ჯგუფი აცხადებს, რომ გაზის მიწოდება შეიძლება შემცირდეს

24 მარ 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 777
გერმანული ენერგეტიკული ჯგუფი აცხადებს, რომ გაზის მიწოდება შეიძლება შემცირდეს
Thomson Reuters 2022

გერმანიის ენერგეტიკული ინდუსტრიის ჯგუფი BDEW-ი ხედავს “კონკრეტულ და სერიოზულ ნიშნებს”, რომ ქვეყნის ბუნებრივი გაზის მიწოდების მდგომარეობა გაუარესდება და მოუწოდებს მთავრობას, გამოსცეს პირველი დონის გაფრთხილება საგანგებო გეგმის თანახმად.

BDEW-ი, რომელიც გერმანიის გაზისა და ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელია, არ გამორიცხავს შეფერხებებს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა რუბლში გადახდა მოითხოვა.

ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა ცენტრალურ ბანკს, ერთი კვირის განმავლობაში შეიმუშაოს მექანიზმი რუბლში გადახდების განხორციელებისთვის. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი გააგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას კონტრაქტებით გათვალისწინებული ფასისა და მოცულობების შესაბამისად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია