LIVE

"ბოტოქსის" მწარმოებელი AbbVie რუსეთში ესთეტიკური პროდუქტების მიწოდებას აჩერებს

17 მარ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1287
"ბოტოქსის" მწარმოებელი AbbVie რუსეთში ესთეტიკური პროდუქტების მიწოდებას აჩერებს

ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია AbbVie, რომელიც ნაოჭების სამკურნალო საშუალება "ბოტოქსს" ფლობს, აცხადებს, რომ რუსეთში დროებით აჩერებს ყველა ესთეტიკური პროდუქტის მიწოდებას. 

კომპანიამ ასევე შეაჩერა რუსეთსა და უკრაინაში ახალი კლინიკური კვლევების დაწყება. ორივე ქვეყანაში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი რჩება სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება. 

"ჩვენი ფიქრები უკრაინის ხალხთან და რეგიონში დაზარალებულებთანაა. როგორც გლობალურ ბიოფარმაცევტულ კომპანიას, გვაქვს პასუხისმგებლობა პაციენტების წინაშე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჩვენს მედიკამენტებზე. მზად ვართ უზრუნველვყოთ უკრაინაში, რუსეთსა და მთელ რეგიონში ჩვენი პაციენტების ხელმისაწვდომობა აუცილებელ და სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებზე",- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

ამავე განცხადებაში AbbVie უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებებზე საუბრობს. მათ შორისაა უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამედიცინო დახმარების მიზნით, ჯამურად $1 მილიონის შეწირულობა. 

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ბაზარი ასობით  დასავლურმა კომპანიამ დატოვა. რუსეთში მედიკამენტების ექსპორტს, ინვესტიციებსა და კლინიკურ კვლევებს აჩერებს ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly