LIVE

Eli Lilly რუსეთში ექსპორტს აჩერებს, გარდა დიაბეტისა და კიბოს სამკურნალო საშუალებებისა

16 მარ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 605
Eli Lilly რუსეთში ექსპორტს აჩერებს, გარდა დიაბეტისა და კიბოს სამკურნალო საშუალებებისა

ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly რუსეთში მედიკამენტების ექსპორტს, ინვესტიციებსა და კლინიკურ კვლევებს აჩერებს. შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ დიაბეტისა და კიბოს სამკურნალო საშუალებებს. განცხადება კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

Eli Lilly აღნიშნავს, რომ თითქმის 150 წლის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ პაციენტებს ჰქონოდათ წვდომა საჭირო მედიკამენტებზე მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.

"ჩვენ გვაქვს ეთიკური და მორალური ვალდებულება, დავეხმაროთ ადამიანებს ტანჯვის შემსუბუქებაში და დავიცვათ პაციენტების სიცოცხლე",- აცხადებს კომპანია.

განცხადების თანახმად, ახლა რუსული ოპერაციები ორიენტირებულია მხოლოდ იმის უზრუნველყოფაზე, რომ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო და დიაბეტი, განაგრძონ საჭირო მედიკამენტების მიღება. 

“თუ რაიმე მოგებას მივიღებთ რუსეთში გაყიდვებიდან, მას უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციებს გადავცემთ”, - ნათქვამია განცხადებაში.