LIVE

ევროპული ვალუტები რეკორდულად უფასურდება

07 მარ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1514
ევროპული ვალუტები რეკორდულად უფასურდება

ევროპული ვალუტები გლობალურ ეკონომიკაში ინფლაციური შოკის მოლოდინის ფონზე ახალ მინიმუმამდე დაეცა. უკრაინაში ესკალაციის ფონზე მოვაჭრეები ტრადიციულ უსაფრთხო თავშესაფრებს მიმართავენ, როგორიცაა შვეიცარიული ფრანკი და აშშ დოლარი.

ევრო შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში პარიტეტზე ქვემოთ 2015 წლის იანვრის შემდეგ პირველად დაეცა. ფუნტი დოლართან შედარებით ყველაზე მეტად შესუსტდა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ. შეშფოთება ევროპის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით მძაფრდება.

განვითარებადი ბაზრების ვალუტებს შორის პოლონური ზლოტი და უნგრული ფორინტი ევროსთან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. რაც შეეხება ევროს, ის გასულ თვეში 5%-ით შესუსტდა.

პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს აიკრძალოს თუ არა რუსული ნავთობის იმპორტი აშშ-ში ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე. ამბის გავრცელების შემდეგ, ევრო 1,1%-ით 1,0806-მდე დაეცა, ხოლო ფუნტი 0,7%-ით 1,3142-მდე. საერთო ვალუტა შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში 0,9972-მდე შემცირდა.

"ბრენტის" ტიპის ნავთობმა ლონდონში $139 დოლარს მიაღწია, ხოლო ბუნებრივი აირის ფასი ორშაბათს მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ს მხრიდან რუსული ნავთობის სავარაუდო ემბარგოს შესახებ გავრცელდა ცნობები.

დღესვე, რუსულ ნავთობზე შესაძლო ემბარგოს შესახებ ცნობების პარალელურად რეკორდულად გაუფასურდა რუსული რუბლიც.

ამასთან, ლარი 12 თეთრით გაუფასურდა - 1 დოლარი ₾3.3991 ღირს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რუთ კარსონი