LIVE

მესამე დღეა რუსეთი საფონდო ბირჟას არ ხსნის

02 მარ 202212:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
მესამე დღეა რუსეთი საფონდო ბირჟას არ ხსნის

რუსეთის საფონდო ბირჟა მესამე დღეა დახურულია. პარალელურად, ქვეყნის სიმდიდრის ფონდი ქვეყნის მილიონობით დოლარის ღირებულების აქციების შესაძენად ემზადება.

ბირჟის სამდღიანი დახურვა 1998 წლის ოქტომბრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გამო ყველაზე ხანგრძლივი დახურვაა. საფონდო ბირჟამ მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც აშშ-მა და ევროპამ რუსეთს უფრო მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო, რასაც ქვეყნის აქტივების შემცირება მოჰყვა.

საერთაშორისო ბირჟებზე რუსული კომპანიების აქციებმა ვარდნა ორშაბათს და სამშაბათსაც განაგრძეს, რაც მინიშნებაა როგორი პერფორმანსი ექნება აქციებს სანქციებზე, როდესაც ქვეყანაში ვაჭრობა საბოლოოდ განახლდება.

რუსეთი აცხადებს, რომ ბაზრების გაძლიერების მცდელობის ფარგლებში სუვერენული სიმდიდრის ფონდიდან ადგილობრივი აქციების შესაძენად $10 მილიარდს გამოყოფს.

პარალელურად, ქვეყნის რეზერვების თითქმის ნახევარი, რომელიც საზღვარგარეთაა განთავსებული, სანქციების ფარგლებში გაყინულია. საპასუხოდ, რუსეთმა კაპიტალის კონტროლის მიზნით უცხოელებს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა აუკრძალა, რაც ინვესტორებისთვის რუსეთის ბაზრიდან გასასვლელს ფაქტობრივად კეტავს.

საფონდო ბირჟის დახურვა ემთხვევა გლობალური ინდექსების მიერ რუსული აქციების მიმართ მოქმედების განხილვას. S&P-მა და Dow Jones-მა განაცხადეს, რომ რუსეთში დალისტული ან მოქმედი ფასიანი ქაღალდები მათ ინდექსებს არ დაემატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფარა ელბარავი