LIVE

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $50 მილიონით შემცირდა

25 თებ 202211:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 2872
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $50 მილიონით შემცირდა

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $50 მილიონით შემცირდა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 25 თებერვლის მონაცემებით, $5.85 მილიარდს ფლობს და უმდიდრესი ადამიანების სიაში 454-ე ადგილს იკავებს

ამ დროისთვის, ბიძინა ივანიშვილი Bloomberg Billionaires Index-ის სიაში შემავალი ერთადერთი ქართველია. 

Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის $4.8 მილიარდს შეადგენს

2021 წლის იანვარში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, დანარჩენ ქონებას კი საქველმოქმედო ფონდს გადასცემდა. ამასთან, მაშინ მილიარდერმა აღნიშნა, რომ Bloomberg-ისა და Forbes-ის მონაცემები რეალობისგან განსხვავდება, რადგან Forbes-თან მას დიდი ხანია არ უთანამშრომლია, Bloomberg-თან თანამშრომლობის გამოცდილება კი საერთოდ არ აქვს. 

გასული რამდენიმე დღე მძიმეა ყველაზე მდიდარი რუსებისთვისაც. Bloomberg-ის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრის შემდეგ, 24 საათზე ნაკლებ დროში, რუსმა მილიარდერებმა $39 მილიარდი დაკარგეს. ამასთან, რუსული კომპანიების აქციებზე ფასი მკვეთრად დაეცა და ჯამურად $250 მილიარდით იზარალეს.