LIVE

„ნატახტარი“ რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შემცირებას ელის

24 თებ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 763
„ნატახტარი“ რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შემცირებას ელის

„ნატახტარი“ რუსეთსა და უკრაინაში პროდუქციის (ლუდისა და ლიმონათის) ექსპორტის შემცირებას ელის.

როგორც კომპანიაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, ამ ეტაპზე რთულია ზუსტი გათვლების გაკეთება, თუმცა მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა შემცირდება.

„ჯამურად ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 30% რუსეთსა და უკრაინაში გადის ექსპორტზე. რუბლი უფასურდება, ეს კი გააძვირებს ჩვენი პროდუქციის ღირებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე მოთხოვნა შემცირდება. თავად არსებული დაძაბულობა და საომარი მდგომარეობაც ბუნებრივია, ამცირებს ამ ქვეყნების მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და ესეც უარყოფითად აისახება ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე. როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორებია და საბოლოოდ როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზე უფრო გრძელვადიან პერიოდში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დამატებითი სანქციები დაწესდება რუსეთისთვის“,- განაცხადა „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მსგავსად ნეგატიური მოლოდინები აქვთ ღვინის სექტორის წარმომადგენლებსაც. "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ქართული ღვინის ექსპორტზე ნეგატიურად აისახება.