LIVE

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

13 თებ 202213:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1172
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან კავშირში ძირითადი ცვლილება არ მომხდარა.

"უკრაინა აგრძელებს აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და უკრაინა ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა“, - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატია ერთადერთ გზად რჩება.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სასაზღვრო დაძაბულობის დეესკალაციის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და კანადის პრემიერ მინისტრს ჯასტინ ტრუდოს შაბათს ესაუბრა.

შეგახსენებთ, შაბათს ასევე შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა განუცხადა ვლადიმერ პუტინს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებს, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, სწრაფ და მძიმე ფასს გადაახდევინებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია