LIVE

ბაიდენი: აშშ მზად არის როგორც დიპლომატიისთვის, ისე სხვა სცენარისთვის

12 თებ 202222:21
3 წუთის საკითხავი
clock clock 4046
ბაიდენი: აშშ მზად არის როგორც დიპლომატიისთვის, ისე სხვა სცენარისთვის
Bloomberg

რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენმა განუცხადა ვლადიმერ პუტინს, რომ “თუ რუსეთი უკრაინაში მორიგი შეჭრას დაიწყებს, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტად უპასუხებს და სწრაფ და მძიმე ფასს გადაახდევინებს”.

განცხადების თანახმად, "პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს ფართო ადამიანურ ტანჯვას და შეასუსტებს რუსეთის ავტორიტეტს. შეერთებული შტატები თანაბრად არის მზად როგორც დიპლომატიისთვის, ისე სხვა სცენარისთვის”.

პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი ერთი საათი გაგრძელდა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრასატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი აგრესიის გზას დაადგება და უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, მტკიცე, მასიურ და ერთობლივ ტრანსატლანტიკურ პასუხს უნდა ელოდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ენტონი ჰალპინი, ანია ნუსბაუმი და ჯენი ლეონარდი