LIVE

ბლინკენი: შეჭრის შემთხვევაში რუსეთი ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს მიიღებს

12 თებ 202217:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 9547
ბლინკენი: შეჭრის შემთხვევაში რუსეთი ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს მიიღებს
Getty Images

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. სერგეი ლავროვმა აშშ და მისი მოკავშირეები “პროპაგანდისტულ კამპანიაში” დაადანაშაულა.

ლავროვის მტკიცებით, დასავლეთის მიზანია, წაახალისოს უკრაინის ხელისუფლება მინსკის სამშვიდობო შეთანხმების “საბოტაჟისთვის” და სცადოს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი ძალის გამოყენებით გადაჭრას.

კრემლის განცხადების თანახმად, ვაშინგტონისა და ბრიუსელის პასუხებმა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე, უგულებელყო მოსკოვის მოთხოვნა ნატოს შემდგომი გაფართოებისა და შეტევითი იარაღის სისტემების რუსეთის საზღვრებთან განლაგების შეჩერების შესახებ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიური გზა კვლავ არსებობს, მაგრამ ეს მოითხოვს დეესკალაციას და მოსკოვის მხრიდან კეთილსინდისიერ დისკუსიას. სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი აგრესიის გზას დაადგება და უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, მტკიცე, მასიურ და ერთობლივ ტრანსატლანტიკურ პასუხს უნდა ელოდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია