LIVE

ბორის ჯონსონი ინფიცირებულებისთვის სავალდებულო იზოლაციის გაუქმებას გეგმავს

09 თებ 202218:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 859
ბორის ჯონსონი ინფიცირებულებისთვის სავალდებულო იზოლაციის გაუქმებას გეგმავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კოვიდინფიცირებულებისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის გაუქმებას გეგმავს. 

დღეს მოქმედი რეგულაციები, რომლებიც კოვიდინფიცირებულებისთვის ხუთდღიან სავალდებულო იზოლაციას გულისხმობს, 24 მარტამდე მოქმედებს, თუმცა შესაძლოა, შეზღუდვები ზუსტად ერთი თვით ადრე გაუქმდეს. 

ამ ნაბიჯით იქნება ნაწილი მთავრობის სტრატეგიისა სახელწოდებით "კოვიდთან ერთად ცხოვრებისთვის". ჯონსონის განცხადებით, სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია ცნობილი 21 თებერვალს გახდება. 

პრემიერ-მინისტრის განცხადება მოიწონეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა, რომლებიც დიდი ხანია მოუწოდებენ ჯონსონს, შეამსუბუქოს რეგულაციები. 

ჯონსონის გადაწყვეტილების მიზეზი გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება გახდა. გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა Covid-19-ით ინფიცირების 66,183, ხოლო გარდაცვალების 314 შემთხვევა. შემთხვევების შვიდდღიანი საშუალო მაჩვენებელი ბოლო კვირაში 20%-ით შემცირდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინის ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 73.5%, ხოლო "ბუსტერ" დოზით - 56%. 

იზოლაციის ვადის შემცირება განიხილება საქართველოშიც. საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმსჯელებენ.

არსებული პროტოკოლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის პერიოდი 8 დღეა, სიმპტომიანებისთვის - 10.

ჩვენს ქვეყანაში სრულად აცრილია 18+ მოსახლეობის 42.8%, ხოლო "ბუსტერ" დოზით - 186 849. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ეშტონი