LIVE

იზოლაციის ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

08 თებ 202213:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 645
იზოლაციის ვადა შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ. შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გასცა.

სპეციალისტების განცხადებით, დღეს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება. პაციენტების უმრავლესობა ბინაზე მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.

არსებული პროტოკოლით, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციის პერიოდი 8 დღეა, სიმპტომიანებისთვის - 10.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა, 15 300 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 24 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 221 პირი. გარდაიცვალა 54 ადამიანი. 

ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში 1 897 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 082 პირი.