LIVE

მილანში World Expo-ს მიტოვებული ტერიტორია ტექნოლოგიური ცენტრი გახდება

29 იან 202220:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 946
მილანში World Expo-ს მიტოვებული ტერიტორია ტექნოლოგიური ცენტრი გახდება
Milan Innovation District (MIND)

ექვსი წლის შემდეგ, რაც მილანის World Expo-ს კარი სტუმრებისთვის დაიხურა, ფართო საგამოფენო სივრცეები ახალი ფუნქციით დაიტვირთება.

იტალიის ფინანსური ცენტრი სილიკონის ველიდან იღებს მაგალითს, რათა ვატიკანზე ორჯერ დიდი ტერიტორია მდგრად, პოსტ-პანდემიურ ტექნოლოგიურ ცენტრად გარდაქმნას.

4,5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი მოიცავს კვლევით ლაბორატორიებს, სტარტაპებსა და სამეცნიერო კამპუსს. ადგილზე მოეწყობა 60 000 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეები, მათ შორის, შესაძლებელი გახდება 3000 სტუდენტისთვის განთავსება.

მწვანე ურბანული დაგეგმარებისთვის, ტერიტორია სრულად განახლებადი ენერგიით იფუნქციონირებს და თავისუფალი იქნება მანქანების მოძრაობისგან, წვდომა უზრუნველყოფილი იქნება ჩქაროსნული რკინიგზით და მილანის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემით. ნარჩენების შეზღუდვის მიზნით, ზოგიერთი ძველი პავილიონი გარემონტდება, ხოლო მასალა 98%-ით გადამუშავდება. საოფისე შენობების ძირითად კონსტრუქციულ მასალად ხე-ტყე შეირჩა.

Work in progress at the MIND innovation district among the skeletons of Expo buildings on Jan. 18.Photographer: Alberto Bernasconi/Bloomberg

მიუხედავად თამამი მიზნებისა, MIND Milano Innovation District სამუშაო პროცესშია. ზოგიერთი ინიციატივა - მათ შორის საცხოვრებლისა და სხვა ობიექტების შესახებ - ესკიზად გამოიყურება. თუმცა, პროგრესი ჩანს. 100-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს Human Technopole-ში, სიცოცხლის მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში, ხოლო ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ახლახან გადავიდა თავის ახალ სათავო ოფისში იტალიაში. გაზაფხულზე იხსნება ამერიკული გენომის სეკვევენირების კომპანია Illumina-ს ცენტრი, სექტემბერში კი დაგეგმილია 16-სართულიანი საავადმყოფოს გახსნა.

Inside the new offices of AstraZeneca Plc.Photographer: Alberto Bernasconi/Bloomberg

2015 წლის გაზაფხულზე No Expo-ს ასობით მომიტინგე გავიდა მილანის ქუჩებში და შეტაკება მოხდა პოლიციასთან სავარაუდო კორუფციისა და უსარგებლო ხარჯების გამო. გახსნაზე რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა ღონისძიების ორგანიზატორებს, უარი თქვან “ერთჯერად კულტურაზე” და “წვლილი შეიტანონ სამართლიანი და მდგრადი განვითარების მოდელში”.

მიუხედავად შეშფოთებისა, გამოფენა წარმატებულად იქნა მიჩნეული. 20 მილიონზე მეტი ვიზიტორი დაეხმარა რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჯუზეპე სალა, ღონისძიების ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა ქალაქის მერია.

Lendlease-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც თავის პარტნიორებთან ერთად პროექტში 2,5 მილიარდ ევროს დებს, მიიჩნევს, რომ მილანს “კარიბჭის ფუნქცია აქვს, სადაც ბიზნესი ვითარდება”.

ინვესტორები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობენ ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაზე. თანამშრომლობამ ხელი შეუწყო მოიჯარეების მოზიდვას, როგორიცაა მილანის უნივერსიტეტი, რომელიც 2025 წელს გეგმავს ახალი სამეცნიერო ქალაქის აშენებას 18000 სტუდენტისთვის, 1000 ლექტორისა და მკვლევრისათვის.

ახალი კომპანიების განვითარების მიზნით, Lendlease-მა, ლომბარდიის რეგიონმა და სტარტაპის პრომოუტერმა Cariplo Factory-მ SkyDeck-თან ხელშეკრულება გააფორმეს. ლომბარდია და კარიპლო გამოყოფენ 2,75 მილიონ ევროს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ხოლო Skydeck-ის კონსულტანტები მხარს დაუჭერენ სულ მცირე 60 ეროვნულ და საერთაშორისო დამწყებ კომპანიას.

“იტალიაში ძალიან ბევრი პატარა, პერსპექტიული კომპანია კოტრდება, რადგან მათ არ ეხმარებიან ზრდაში. მილანი შეიძლება გახდეს მრავალი ევროპული სტარტაპის მიზიდულობის ცენტრი”, - ამბობს ალბერტო სანჯოვანი-ვინჩენტელი, ბერკლიში ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების თავმჯდომარე.

An artist’s impression of how the Milan Innovation District site might look when completed.Source: Milan Innovation District (MIND)

პოპულარიზაციისკენ სწრაფვა მილანს უპირისპირებს სხვა ქალაქებს, როგორიცაა ლონდონი, პარიზი და ამსტერდამი, რადგან ევროპა ცდილობს კონკურენცია გაუწიოს აშშ-სა და ჩინეთს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში. ბერლინი, სტარტაპერებისთვის ევროპის სიდიდით მეორე ქალაქი, აშენებს მსგავს ინოვაციურ ცენტრს ყოფილ ტეგელის აეროპორტში, რომელიც მოიცავს კვლევით და სამრეწველო სივრცეს დაახლოებით 20,000 თანამშრომლისთვის.

ურბანული სამართლისა და პოლიტიკის პროფესორის, კრისტიან იაიონეს თქმით, მილანის ახალი ინოვაციური უბანი, რომელიც მდებარეობს ცნობილი დუომოდან დაახლოებით 12 კილომეტრში, შეიძლება იყოს საუკეთესო შანსი ამ უფსკრულის დასაფარად, თუნდაც ის დაფუძნებული იყოს საკმაოდ მოძველებულ მოდელზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფლავია როტონდი და კიარა რემონდინი