
რისკებისგან დისტანცირების და გაყიდვის ზეწოლა კრიპტოვალუტის გლობალურ ბაზარზე შენელების ტენდენციას არ ავლენს. მძიმე კვირის შემდეგ, ბიტკოინის ფასი შაბათს კიდევ 4%-ით, ხოლო ეთერიუმის ფასი 7%-ით შემცირდა.
უმსხვილესი კრიპტოვალუტა $35,300-ად ივაჭრებოდა მას შემდეგ, რაც მისი ფასი $34,042-მდე შემცირდა. ნოემბრის პიკიდან ბიტკოინის ფასი თითქმის განახევრდა. ახალი რეგულაციების შესახებ მინიშნებებისა და რუსეთში კრიპტო აკრძალვების საფრთხის ფონზე, ღირებულების შემცირების ტენდენცია გავრცელდა სხვა ციფრულ ვალუტებზეც. ეთერიუმის ფასის შემცირებამ, რომელიც მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტაა, ბიტკოინის ვარდნას გადააჭარბა.
გასული შვიდი სავაჭრო დღის განმავლობაში ბიტკოინმა ღირებულების 20% დაკარგა, ეთერიუმმა კი 30%. Solana-მ და Avalanche-მა თითოეულმა ღირებულების დაახლოებით 40%-მდე დაკარგეს. ასევე, ძლიერი ვარდნა განიცადეს ე.წ. "მიმკოინებმა", CoinMarketCap-ის მიხედვით, Dogecoin-ის ფასი 30%-ით, ხოლო Shiba Inu-ს ფასი 38%-ით შემცირდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეისი მარი ისმაელი