LIVE

Georgian Airways $150 მილიონად იყიდება

17 იან 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1538

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways იყიდება. ავიაკომპანიისთვის ახალ ინვესტორს „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომლის შეფასებითაც, ავიაკომპანიის მინიმალური ფასი $150 000 000-ია.

როგორც „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომან ბოკერია განმარტავს, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, რაც პანდემიამ და 2019 წელს რუსეთის მიერ ფრენების შეზღუდვამ განაპირობა. 

ბოკერია, რომელიც Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორია, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეისყიდოს ავიაკომპანიის 30% ან 50%-იანი წილი.

„გაფორმდა საბროკერო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჩვენ უნდა მოვიძიოთ საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის 49% წილის მფლობელი პარტნიორი ან ახალი მესაკუთრე. ეროვნული ავიაკომპანიის მინიმუმ 51% წილის მფლობელი უნდა იყოს ქართული მხარე. შესაბამისად, „ჯორჯიან ეარვეისის" 100%-ის შესყიდვა შეუძლებელია ისეთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ, რომელიც არ არის ევრო გაერთიანების "ღია ცის ხელშეკრულების" წევრი. შესაბამისად, მსგავს ინვესტორებს ვთავაზობთ Equity Partnerships მაქსიმუმ 49% წილის მფლობელობით. ხოლო რაც შეეხება იმ ქვეყნის რეზიდენტებს, რომლებიც არიან ევროპის "ღია ცის ხელშეკრულების" წევრები, მათ შეუძლიათ საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიას 100% წილის მფლობელები გახდნენ“,- განუცხადა ბოკერიამ „ბიზნეს ფორმულას“.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ს კრედიტორების მიმართ 176 მლნ ლარის დავალიანება აქვს. კერძოდ, ავიაკომპანიას 16 ათასზე მეტი მგზავრისა და 70-ზე მეტი კომპანიის ვალი აქვს და რეაბილიტაციის რეჟიმშია.